ანალიტიკა

ანა აკობიანი თავსაბურავით მეჩეთში: არის თუ არა ირანი ნიკოლ ფაშინიანის სოროსისტის უკანასკნელი იმედი რეგიონში?

23.01.23 18:20


ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკობიანი იმყოფებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ირანის პირველი ლედის ინიციატივით თეირანში გამართულ გავლენიან ქალთა პირველ საერთაშორისო კონგრესში. ამ ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკობიანი თეირანში შეხვდა ირანის პრეზიდენტის მეუღლეს ჯამილა სადათ ალამოლჰოდას და ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალთა საკითხებში ენსიე ხაზალს.

 

  ანა აკობიანი ირანის პირველ ლედის ჯამილა სადათ ალამოლჰოდასისა და მისი ქალიშვილის რეიჰანე რაისის თანხლებით ეწვია შიიტებისთვის წმინდა ქალაქ გუმს, ირანის სულიერ ცენტრს. ანა აკობიანმა მეჩეთი და ფატიმა მასუმეს მავზოლეუმი დაათვალიერა.

 

 

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის ანა აკობიანის ირანში ვიზიტის კადრები, სადაც ის თავსაბურავში დგას და მუსულმანური ტრადიციების შესაბამისად არის ჩაცმული, ერთი შეხედვით გამაოგნებელია. თუნდაც იმიტომ, რომ მისი ქმარი „სოროსისტი“ ნიკოლ ფაშინიანი არის ულტრალიბერალი, სწორედ მის დროს დაიწყო შედარებით კონსერვატიულმა სომხეთის რესპუბლიკამ  ტრადიციებს ჩამოშორება, ფემინიზმის დანერგვა, ლგბტ და ა.შ. და ამ ფონზე, მისი ცოლი ანა აკობიანი თვალთმაქცურად გვევლინება „ულტრა-კონსერვატიული“ ტანისამოსით, რომელიც მხარს უჭერს თეირანის რეჟიმს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ირანი შეძრწუნებულია მასობრივი ჩაგვრის, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯებით, რეპრესიებით, ირანის ქუჩებში სიკვდილით დასჯით პროვოცირებული პროტესტებით.

 

ანა აკობიანის თვალთმაქცობა მით უფრო თვალში საცემია, რადგან ის გუმში ირანის შიიტი მუსულმანების მთავარ სალოცავს სტუმრობს მაშინ, როდესაც თავად სომხეთის რესპუბლიკაში დანგრეული და შეურაცხყოფილია ასობით მუსულმანური მეჩეთი, მავზოლეუმი და სასაფლაო. მუსლიმთა სიწმინდეების ამგვარ შეურაცხყოფას, მათ ნგრევას (67 მეჩეთი) ბოლო დრომდე ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ყარაბაღის ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი. რატომღაც, თეირანს არასოდეს გაუკეთებია განცხადებები სომეხი დამპყრობლების მიერ მეჩეთების, მავზოლეუმებისა და მუსლიმური სასაფლაოების ნგრევასა და შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. დღეს კი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა არათუ არაფერს აკეთებს სომხეთში მუსლიმური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, არამედ აგრძელებს იგივე ისლამოფობიურ პოლიტიკას და სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი ტერიტორიების მუსლიმური წარსულის ბოლო მოგონებების კვალს შლის.

 

მაგრამ როგორ ხდება, რომ ირანის ხელისუფლება მხარს უჭერს ერევნის ამჟამინდელ რეჟიმს, რომელიც პირდაპირ სოროსმა მოიყვანა ხელისუფლებაში? აშკარაა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთგაგება ორივესთვის საერთო - ფრანგი მეგობრების უშუალო ძალისხმევით ჩამოყალიბდა; ირანისა და სომხეთის გეოპოლიტიკური კოორდინატორების მიერ.

 

საკმაოდ საინტერესო კომბინაციაა - თეირანს არ აწყობდა ყარაბაღის კლანის ერევნის ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა, როგორც ჩანს ეს შეასუსტებს სომხეთში ირანის ტრადიციული მტრის, შეერთებული შტატების გავლენას, რომლის დამსახურებითაც ფაშინიანი ხელისუფლებაში 2018 წლის "ფერადი რევოლუციის" გზით მოვიდა. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად ამერიკელი ოფიციალური პირების ნიანგის ცრემლებისა "გენოციდის" მემორიალზე, ვაშინგტონი არ აპირებს რეალურად დაიცვას რეჟიმი ერევანში სამხედრო გზით, თუნდაც ის სამგზის "პროამერიკული" იყოს.

 

დღეს შეერთებული შტატების მთავარი ამოცანაა, რომ ერევნის ხელისუფლებამ რუსეთი მაქსიმალურად გააძევოს სამხრეთ კავკასიიდან და გადარჩება თუ არა ამის შემდეგ და შენარჩუნდება  თუ არა სომხური სახელმწიფოებრიობა, - ეს მათ ნაკლებად აინტერესებთ.

 

ახლა კი ირანი მზადაა სომხეთს საკუთარი ჯარი „მიაშველოს“ და ეს  უკვე გამოავლინა ჩრდილოეთ საზღვრებთან შეიარაღებული ძალების მანევრებითა და წვრთნებით. უფრო მეტიც, არსებობს ტენდენცია, რომ რაც უფრო ნაკლები სურვილი და შესაძლებლობა აქვს რუსეთს იბრძოლოს სომხეთის ინტერესებისათვის, მით უფრო მეტად ავლენს ირანი ასეთ ზრახვებს. დღეს კი „სოროსისტი“ ფაშინიანი თანახმაა რუსეთის ნაცვლად რეგიონში მოიწვიოს ირანელი სამხედროები, მით უმეტეს, რომ ცნობილ „საერთაშორისო სამშვიდობოებთან“ მას არაფერი გამოსდის.

 

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები