მსოფლიო
17.02.23 15:40
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული აქტივისტების საბანკო ანგარიშების გაყინვა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს კომპენსაციების გადახდა დაავალდებულა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.
საუბარია 2014-2015 წლებზე, როდესაც აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა რიგი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით და საბანკო ანგარიშები გაუყინა. ადგილობრივმა სასამართლო ინსტანციებმა კი ბრალდების სასარგებლოდ გამოიტანეს გადაწყვეტილებები.
საუბარია 20-ზე მეტ ორგანიზაციაზე და 18 ცალკეულ აქტივისტზე.
ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს დააკისრა კომპენსაცია თითოეული განმცხადებლისთვის 3 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანისთვის და 300 ევრო სასამართლოს ხარჯებისთვის.
უფლებადამცველი, ადამიანის უფლებების კლუბის უფროსი რასულ ჯაფაროვი ამბობს, რომ კომპენსაციების ოდენობა მიღებულ ზარალთან შედარებით, მიზერულია, თუმცა, მაინც კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით.
“2014 წელს დაიწყო მასობრივი გამოძიება ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე გაყინეს საბანკო ანგარიშები”.
“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარალიზება გაუკეთა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, მათი საბანკო ანგარიშები გაყინა, დაიწყო საგადასახადო შემოწმებები, დააწესა ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვები და ზოგიერთი აქტივისტის წინააღმდეგ პატიმრობაც გამოიყენა. თუმცა, არც მათი გათავისუფლების შემდეგ მოიხსნა შეზღდუვები და დღეს არასამთავრობოებს თავისუფალი საქმიანობის პირობები ისევ წართმეული აქვთ: ხელისუფლება კვლავაც არ არეგისტრირებს მისთვის უსარგებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ უშვებს ქვეყანაში დონორებს და კრძალავს გრანტებს დასავლეთიდან”, – ამბობს უფლებადამცველი ანაგი გაჯიბეილი, რომელიც ასევე კომპენსაციების მიღების რიგებშია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24