მსოფლიო

“ალიევის რეჟიმი ისევ ებრძვის არასამთავრობოებს, არ უშვებს დონორებს” – უფლებადამცველი

17.02.23 17:30


აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი და უფლებადამცველი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში კვლავაც გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაწყებული რეპრესიები.

 

“აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარალიზება გაუკეთა დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, მათი საბანკო ანგარიშები გაყინა, დაიწყო საგადასახადო შემოწმებები, აქტივისტებს დაუწესა ქვეყნიდან გასვლაზე შეზღუდვები და ზოგიერთის წინააღმდეგ პატიმრობაც გამოიყენა.

 

თუმცა არც მათი გათავისუფლების შემდეგ მოიხსნა შეზღდუვები და დღეს ისევ წართმეული აქვთ არასამთავრობოებს თავისუფალი საქმიანობის პირობები: ხელისუფლება კვლავაც არ არეგისტრირებს მისთვის უსარგებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ უშვებს ქვეყანაში დონორებს და კრძალავს გრანტებს დასავლეთიდან”, – ამბობს უფლებადამცველი გამოცემა “კავკაზსკი უზელთან” ანაგი გაჯიბეილი.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლება, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა ბრალდებით აკავებს და ასამართლებს, მათ შორის ყველაზე ხშირად- ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები