ეკონომიკა

იანვარში ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა – საქსტატის წინასწარი შეფასება

28.02.23 13:00


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატის თქმით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

 

მშენებლობა;


საფინანსო და სადაზღვევო;


საქმიანობები;


ტრანსპორტი და დასაწყობება;


ვაჭრობა;


ინფორმაცია და კომუნიკაცია;


სასტუმროები და რესტორნები.


კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები