პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე - ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, მათი საქმიანობა განწირულია წარუმატებლობისთვის, საზოგადოებამ ამ პოლიტიკურ გუნდს უთხრა უარი

03.03.23 16:20


ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი და პირველი პირი, მგონია, ყველა საქმიანობა წარუმატებლობისთვის არის განწირული, ამ პოლიტიკური გუნდის, მათი ღირებულებების მიმართ ყველაფერი გაშიფრულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის ერთთვიან საქმიანობას დიდი შეფასება არ სჭირდება, რადგან საზოგადოება ყველაფერს ხედავს.

 

„მე არ მგონია, რომ დიდი შეფასება სჭირდებოდეს, საზოგადოება ისედაც თავისით ხედავს ყველაფერს, რა ხდება ამ საკითხების ირგვლივ, რასაც ჰქვია ბატონი ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა. ყველა მიმართულება ჰქონდა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით გარკვეული განცხადებები, დაპირებებიც, ხმაურიანი განცხადებები. გახსოვთ, მაგალითად, ცხელი შემოდგომის მოწყობის განზრახვები, შემდეგ დაანონსებული მასშტაბური აქციები და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე, ვიხილეთ ძალიან დიდი წარუმატებლობა ამ პოლიტიკოსთა ჯგუფისგან, რომელმაც სულ რამდენიმე ათეულ ადამიანზე მეტისთვის თავის მოყრა ვერ შეძლო ცალკეულ აქციებზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა და უარი უთხრა ამ პოლიტიკურ გუნდს.

 

„სინამდვილეში, ვინც არ უნდა იყოს ამ პარტიის მმართველი და პირველი პირი, მგონია, წარუმატებლობისთვის განწირულია ყველა საქმიანობა, ეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, ზოგადად, ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ და მათი ღირებულებების მიმართ ყველაფერი გაშიფრულია, საზოგადოებამ ყველაფერი იცის და საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა და უარი უთხრა ამ პოლიტიკურ გუნდს, როგორც სანდო პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, გასაგებია ყველაფერი, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მას წარმატების პერსპექტივა მაინცდამაინც არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები