პოლიტიკა

არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ აწყობს გამჭვირვალობა, რადგან არ სურთ იმ წყაროების გამოჩენა, საიდანაც ფინანსდებიან - ეკა სეფაშვილი

03.03.23 16:40


„გუშინ იყო სამარცხვინო მოვლენებით სავსე დღე, რომელიც კომიტეტის მოსმენაზე გაიმართა და რომლის მიზანი იყო ერთადერთი რამ - რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, კომიტეტის სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო, “- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომის შეფასებისას, რომელიც  2 მარტს გაიმართა და სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. 

 

ეკა სეფაშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ აწყობს გამჭვირვალობა, რადგან არ სურთ იმ წყაროების გამოჩენა, საიდანაც ფინანსდებიან.

 

„კომიტეტის სხდომა ეძღვნებოდა იმ მიზანს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გამჭვირვალე იყოს, რაც მათ ინტერესებში არ შედის. სავარაუდოდ, არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ისეთი წყაროებიდან ფინანსდებიან, ამის გამჟღავნება რომ არ სურთ. სწორედ ამის დაფარვასა და დამალვას ცდილობდნენ. ეს გაუთავებელი დაპირისპირება, რომლის სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მიუღებელია. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის სწორედ იმას, რომლის ვითომდა სახელით გამოდიან - დემოკრატიულ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები