პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აჩვენოს ევროკავშირმა, რომ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე

03.03.23 17:30


საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში. სიტყვით გამოვლისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ის, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აჩვენოს ევროკავშირმა, რომ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე.

 

„რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ცხადყო, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია მის აღმოსავლეთ სამეზობლოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე.

 

ეჭვგარეშეა, უსაფრთხოება და ერთიანობა ევროპის უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია, თუმცა იმისთვის, რომ იმ აგრესიას გავუმკლავდეთ, რომელიც სრულიად ევროპულ უსაფრთხოებას ემუქრება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, იგივე პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ოკუპირებულია და რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში არც სამართლიანია და არც გამართლებული. სამწუხაროდ, 2008 წელს, როდესაც საქართველო გახდა რუსეთს აგრესიის მსხვერპლი, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ გასცა სათანადო პასუხი ამ გამოწვევას, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ქმედებები ევროპაში.

 

სახელმწიფოები არ უნდა ისჯებოდნენ საკუთარი სუვერენული უფლების განხორციელებისთვის, ჩვენ გვაქვს სრული უფლება ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. გასულ წელს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც არის მკაფიო განაცხადი, რომ ჩვენს მომავალს ევროპულ ოჯახში ვხედავთ. განსხვავებული პასუხი ევროკავშირის მხრიდან სამ განაცხადზე, ტოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის, რაც არც სარგებლის მომტანია და არც საჭირო. ამის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აჩვენოს ევროკავშირმა, რომ არის გეოპოლიტიკური მოთამაშე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები