პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა

06.03.23 10:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას – ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

 

6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

 

ტურისტული გამოფენა – ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები