პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

06.03.23 10:20


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

 

სახალხო დამცველის არჩევის მიზნით კენჭისყრა, შესაძლოა, ხვალ, პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ ახალი ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი მის კანდიდატურას მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები