პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს: უსამშობლო კაცი ხარ

06.03.23 11:20


ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო კაცი უწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს ასე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

 

„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“, - უთხრა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშაძეს.

 

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოხანაშვილმა მანდატურებს მიმართა, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაიყვანონ და წესრიგი უზრუნველყონ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები