ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში

07.03.23 15:40


ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა ასევე გაზრდის საქართველოს ცნობადობას განსაკუთრებით ევროპელ ბიზნეს ოპერატორებს შორის.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპიდან მოვიზიდოთ ასევე ტურისტები გარდა ტრადიციული ბაზრებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ცნობადობისა კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკური შედეგებში აისახოს ჩვენი მონაწილეობა.

გვაქვს შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, დარწმუნებული ვარ, ისინი გააფორმებენ კონტრაქტებს, ახალი ნაკადები დაიძვრება საქართველოსკენ ტურისტული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები