პოლიტიკა

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ხუთი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

04.04.23 17:20


პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ხუთი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დღეიდან შეუდგნენ გიორგი ჩაკვეტაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი კირცხალია, სალომე ქურასბედიანი და მერაბ ქვარაია.

 

„პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლის, გიორგი ჩაკვეტაძის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი ერთხმად დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლედ, პარლამენტმა თენგიზ შარმანაშვილის უფლებამოსილება 87 ხმით ცნო. გიორგი ხელაშვილი პარლამენტში მერაბ ქვარაიამ ჩაანაცვლა, რომლის უფლებამოსილებას პარლამენტის 83 წევრი დაეთანხმა. პარლამენტის გამოკლებული წევრის, ნინო იობაშვილის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ სალომე ქურასბედიანის უფლებამოსილების ცნობას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა. ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილებას კი, რომელმაც პარლამენტის გამოკლებული წევრი, ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩაანაცვლა, 88 პარლამენტის წევრმა დაუჭირა მხარი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები