პოლიტიკა

დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი გაიმართება

05.04.23 11:20


დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57-ე რაუნდი შედგება. ძირითად შეხვედრამდე ერთი დღით ადრე შვეიცარიაში საქართველოს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარტნიორებთან.

 

6-პუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს, დევნილები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, რუსეთზე წნეხი უნდა გაძლიერდეს - ამბობს ქართული დელეგაცია და ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა მწვავე საკითხზე მსჯელობისთვის ემზადება.

 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს მიმდინარე ომის გამო შეცვლილ უსაფრთხოების გარემოში პარტნიორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები