პოლიტიკა

ხაბეიშვილი: 9 აპრილის შიშით ხელისუფლებამ რიკოთი დაკეტა

05.04.23 12:00


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილს დაანონსებული აქციის „შიშით“ ხელისუფლებამ რიკოთის გვირაბი განზრახ დაკეტა.

 

მისივე თქმით, რიკოთის დაკეტვის ფონზე, თბილისში აქციაზე 5-ჯერ მეტი მოქალაქე გამოვა. 

 

„რიკოთის უღელტეხილი ჩაკეტეს 2 კვირით. ტრაილერებს ღამით მაინც უშვებენ ხოლმე. სატვირთოებისთვის არ არის სახიფათო მეწყერსაშიში ტერიტორია? ეს ხდება იმის გამო, რომ მათ ეშინიათ. იციან, რომ 9 აპრილს დასავლეთიდან ძალიან ბევრ ადამიანს უნდა წამოსვლა. მე დარწმუნებული ვარ, დედაქალაქში 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი გამოვა, როცა უყურებენ, რომ 9 აპრილის შიშით რიკოთი დაკეტეს. გზა თუ გასაწმენდია, რად უნდა ამას 5 კვირა? ხალხი გვირაბებს 48 საათში აშენებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები