პოლიტიკა
11.04.23 11:00
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ან უნდა დაამტკიცოს, რომ მოსამართლეები კორუმპირებულები არიან, ან გამოვა, რომ მათ სასამართლოზე კონტროლის მოპოვებით ხელისუფლების კონტროლი სურთ, რაც მიუღებელია.
„ის, რომ აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოს იგნორირებით დადიოდა მოსამართლეებთან და ოფისი ჰქონდა სასამართლოში, არის წარმოუდგენელი და ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ მტკიცებულებების გარეშე, მოსამართლეებს, რაღაც ვითომ ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების გამო, კორუმპირებულები უწოდეს და ასე დაუწესეს სანქციები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი მინიშნება იყო იმისკენ, რომ თუ კონტროლის უფლება არ გადმოგვცემთ ქართულ მართლმსაჯულებაზე, ასეთი ტიპის სანქციებს დავაწესებთო. თუმცა, შესაბამისი რეაქცია მიიღეს ხელისუფლებისგან, რის შემდეგაც თავის მართლების მსგავსი კომენტარები მოვისმინეთ მათგან, რომ ეს არ არის ფინანსური სანქცია, მხოლოდ სავიზოაო.
ამას არსებითი მნიშვნელობა შეიძლება შინაარსის მხრივ ჰქონდეს, მაგრამ ფორმალურად არ აქვს, რადგან, როდესაც პარტნიორი ქვეყანა სანქციების ენით გესაუბრება, თანაც, რაც ყველაზე მთავარია, მტკიცებულებების გარეშე, ეს მიუღებელია. თან, ამას არც უარყოფს, რადგან არ გეუბნება ამ მტკიცებულებების შესახებ. შესაბამისად, ასეთი მტკიცებულებები არც აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ NGO-ების გაჩუმება „საჯარო ინფორმაციაში“ კორუფციის ფაქტი რომ არსებობდეს?.. ამ თემას, რა თქმა უნდა, არ მოვეშვებით და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბოლომდე მოუწევს პასუხის გაცემა - ან მტკიცებულებებით, ან ამ თემის უკან გაწვევით. სხვა შემთხვევაში, გამოვა ის, რაც პირდაპირაც გვითხრეს, - რომ ქართული მართლმსაჯულების კონტროლის სურვილი აქვთ. ეს კი პირდაპირი გაგებით იმას ნიშნავს, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც, მიუღებელია და ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24