პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო

11.04.23 12:40


სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია, ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არცერთ ჭორსა და ცილისწამებას, როგორც წესი, არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ ოთხი წლის განმავლობაში თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ​შემიდარებია ოდესმე როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?

 

ვინც ამას ავრცელებს, ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.

 

საერთოდ, ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები