პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

11.04.23 13:00


პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარაში კულტურისა და საერთაშორისო მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 

„თორნიკე რიჟვაძესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურის კომიტეტის აჭარაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი განვიხილეთ. ქედაში, კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება, 12 აპრილს კი სახელოვნებო განათლებასთან დაკავშირებით მასშტაბური პანელური შეხვედრები გვექნება, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

 

შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გეგმები, თუ როგორი იქნება პროგრამა და რა მიმართულებები გვაქვს წელს. ფესტივალი სექტემბერში გაიხსნება და ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება“ , - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამუშაო შეხვედრებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად გამართავს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები