პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - 9 აპრილის აქციამ აჩვენა, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივის დონეზე მოახდინა პარტიის გახლეჩვა

11.04.23 13:40


9 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამომრჩევლის დონეზე, არამედ პარტიის აქტივის დონეზეც მოახდინა პარტიის გახლეჩვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, ქვეყანაში ვითარება ააყირაონ, ამის რესურს ქვეყნის შიგნით ვერ ხედავენ და საგარეო ფაქტორს იყენებენ.

 

„„ნაცმოძრაობაში” არჩეული თავმჯდომარე მელია გადააყენეს და ხაბეიშვილი მოიყვანეს. ამის შედეგები სახეზეა. მათმა 9 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამომრჩევლის დონეზე, არამედ პარტიის აქტივის დონეზეც მოახდინა პარტიის გახლეჩვა და აქციაზე პარტიის აქტივიც კი ვერ შეკრიბეს, მიუხედავად იმისა, რომ კვირები გეგმავდნენ. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს და ეს ახალი ვნებათაღელვის მიზეზი გახდეს, მაგრამ ამ ტაქტიკაშიც არ არიან ერთიანები. მათი სურვილია, ქვეყანაში ვითარება ააყირაონ, ამის რესურს ქვეყნის შიგნით ვერ ხედავენ და საგარეო ფაქტორს იყენებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები