პოლიტიკა

სამადაშვილის მოსაწონი ადამიანი, არა თუ მთელ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში ვერ მოიძებნება - ანი წითლიძე

11.04.23 15:20


„სალომე სამადაშვილის მოსაწონი ადამიანი, არა თუ მთელ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში ვერ მოიძებნება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ტრაგედიის დახატვა კოლეგების მხრიდან არასწორია.

 

„სალომე სამადაშვილის მოსაწონი ადამიანი, არა თუ მთელ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში ვერ მოიძებნება. ეს ვიზიტი კი არ იყო უდროო, უდროო და არასწორი არის ის ისტერიკა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა კოლეგებმა ატეხეს. საგამოძიებო კომისიის შექმნას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები