პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

11.04.23 16:40


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ გამოწვევებსა და მიგნებებზე იმსჯელეს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინვესტორთა საბჭომ კანონის აღსრულების მონიტორინგი აწარმოვეს.

 

ამ ხნის მანძილზე, კანონის ეფექტური აღსრულების შემაფერხებელი სირთულეების და გამოწვევების გამოვლენის მიზნით, გაიმართა შეხვედრები და შემუშავდა რეკომენდაციები.

 

სამუშაო შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა მოსაზრებები გამოთქვეს მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

 

დავით სონღულაშვილის შეფასებით, მიღებული ინფორმაცია პარლამენტს დაეხმარება განსაზღვროს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები