პოლიტიკა

ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

12.04.23 10:40


9 ოპოზიციონერი დეპუტატი, შინაგან საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით, პარლამენტში იბარებს.

 

კანონმდებლებს კითხვები აქვთ 7–9 მარტის აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენად იყო პროპორციული ძალა გამოყენებული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და დაისაჯნენ თუ არა ცალკეული სამართალდამცველები, რომლებმაც, დეპუტატების მტკიცებით, უფლებამოსილებას გადაამეტეს.

 

ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციას ამის სრული უფლება აქვს და ქართული ოცნების მიერ დანერგილი ანგარიშვალდებულების პრინციპი, საზოგადოებისა და მათ შორის ოპოზიციური სპექტრის მიმართ, დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები