პოლიტიკა
12.04.23 13:00
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბერლინისთვის საამაყო ღონისძიების – ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მთელი საორგანიზაციო გუნდის სახელით, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული ძალისხმევისთვის, რომლითაც 2023 წლის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა წარმოჩინდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საორგანიზაციო საკითხების მონაწილე ყველა პირი არსებით როლს ასრულებდნენ ჩვენი ღონისძიების უსაზღვრო წარმატების მიღწევაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ბერლინის საგამოფენო ცენტრის გენერალური დირექტორის, დირკ ჰოფმანისა და უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, დევიდ რუცის ერთობლივ წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სწერენ.
წერილში ნათქვამია, რომ ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს პირველად გაიმართა პანდემიის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ენთუზიასტების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობის საქმეში.
„ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს პირველად გაიმართა პანდემიის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ იქცა დარგის მოთამაშეებისა და ენთუზიასტების თავშეყრის უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმად, ხოლო საქართველომ განუყოფელი როლი ითამაშა ამ ღონისძიების მოწყობის საქმეში. თქვენი ქვეყნის თვალწარმტაცი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა მთელი თავისი მშვენიერებით იყო წარმოდგენილი. ეს სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებად ექცა უკლებლივ ყველა მნახველს და ბევრს გაუჩინა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.
უნიკალური და საოცარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად ქვეყნის წარმოჩინებაში თქვენი წვლილი ნამდვილად იმსახურებს საქვეყნო ქებას. დიდად ვაფასებთ თანამშრომლობას ჩვენს გუნდსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორში ტურიზმის დარგის მოთამაშეთა ძალისხმევა გააერთიანეს მასპინძელი ქვეყნის პროექტის განსახორციელებლად. ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყო ღონისძიების უხარვეზოდ და გამართულად ორგანიზების საქმეში.
ვამაყობთ პარტნიორობით, რომელიც საქართველოსთან და მისი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან დავამყარეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალში და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად დიდებული საქმეების კეთებას შევძლებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ურყევი მხარდაჭერისა და თავდადებისთვის, რითიც ბერლინისთვის საამაყო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა 2023 წელს წარმატებად აქციეთ. თქვენი საშუალებით გულწრფელ მადლობას ვუთვლით საქართველოდან ამ გლობალური ღონისძიების ორგანიზების მონაწილე ყველა პირს,“ – აღნიშნულია წერილში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24