პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე – სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საქმის გაგზავნაზე: საკმაოდ დიდხანს ითრიეს ფეხი სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით

12.04.23 13:40


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის გაგზავნის საკითხს გამოეხმაურა.

 

“საკმაოდ დიდხანს  ითრიეს ფეხი ამ სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა, მოგვიანებით რაღაც ეტაპზე, როცა ამ სარჩელის წარუდგენლობამ რაღაც კითხვები გააჩინა და ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა, მათ შორის, პიარული ნაწილის დაგეგმვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგა. მთელი ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერცერთი უფლება ვერ მიუთითეს, რომელიც დაირღვა კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან თუკი ისაუბრებენ უფლების დარღვევაზე, მათ კონკრეტული გარემოებების დასახელება მოუწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნა აქვთ, რა უფლება აქვთ კანონით მინიჭებული. მაგალითად, რომელი სამედიცინო მანიპულაცია ესაჭიროებათ, რომელიც მოითხოვეს და მათთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები