პოლიტიკა

ლევან იოსელიანი - ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს

12.04.23 14:00


ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს, მათ შორის კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დასკვნა, რომელიც კონსილიუმმა მოამზადა, თან ერთვის სტრასბურგში შეტანილ საჩივარს.

 

"თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,"- განაცხადა იოსელიანმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები