პოლიტიკა

„რუსული კანონის განხილვისას ხატია დეკანოიძე მაიამიში იყო“ - ლევან ხაბეიშვილი

13.04.23 10:20


ხატიამ (დეკანოიძემ) 10 დღე ასაუბრა ყველა, რომ ენმ-ში არის დაპირისპირება და აზიანა ნაციონალური მოძრაობა, რუსული კანონის განხილვისას კი თვითონ მაიამიში იყო - განცხადება ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა  "ეკა მიშველაძის საჯარო პოლიტიკაში" ჩართვისას გააკეთა.

 

მისი თქმით, როცა დეკანოიძე მაიამიში იყო, ის და რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად იბრძოდა რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ.

 

ჟურნალისტი დაინტერესდა, იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" წარმოდგენილი პარლამენტში 18 აპრილს, როცა სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა იგეგმება.

 

ხაბეიშვილმა მისი და დეპუტატი ანა წითლიძის გამგზავრების საკითხის ირგვლივ არსებული უთანხმოების შესახებაც ისაუბრა და თქვა "პატივისცემა მან ორმხრივი იცის".

 

საუბარია 11 აპრილს საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თემაზე არსებულ დაპირისპირებაზე როცა გაირკვა, რომ  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უცხოეთში გაემგზავრნენ, რაც დანარჩენი ოპოზიციის მტკიცებით, პრეზიდენტისთვის განცხადების გაგზავნისას მათთვის უცნობი იყო.

 

"კონკრეტულ ადამიანებზე იმდენი საუბარი შემიძლია, რომ დისერტაციას დავიცავ. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. 10- ში რომ მოხდა ეს ტრაგედია, ხაბეიშვილი მას ვერ გადმოწევდა 9-ში. გადაგემოწმებინათ, კორძაიას და სამნიძეს ვუთანხმო სად წავიდე?"- თქვა მან. 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები