პოლიტიკა
13.04.23 11:00
„ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ტვ „პირველის“ ეთერში „ბიბისის“ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა, რის თანახმადაც თავდაცვის ექსმინისტრი, „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ ქსელთან არის დაკავშირებული.
როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ადრე კეზერაშვილთან კარგი ურთიერთობით სარგებლობდა და ახლა მის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთნენ.
„ვის როგორი დამოკიდებულება აქვს კეზერაშვილის მიმართ, მისი ბიზნესის მიმართ, ეს არის ადამიანების საქმე და ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ ყველანაირი კითხვა უნდა დაისვას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც „ფორმულა“ შეიქმნა და რაც მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური დევნის კამპანია, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ კეზერაშვილის დევნას, არამედ „ფორმულას“ დევნას, ოპოზიციის დევნას და ზოგადად, მოცილებას, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს.
მესამე საკითხი - ე.წ. ქოლ ცენტრების თემა არის უბინძურესი და უმძიმესი საქმე. ქვეყნის სირცხვილია და მიდის საერთაშორისო გამოძიება. ნებისმიერი ვინც ამაში არის ჩართული, კატასტროფაა. ამ საქმეზე გამოძიებას თავად ოპოზიცია ითხოვდა, იმიტომ, რომ ფაქტია საქართველოში ეს სისტემა ფუნქციონირებს, საკმაოდ მასიურია, ბევრი ახალგაზრდაა დასაქმებული და შეუძლებელია, ეს სუსის მფარველობის გარეშე ხდებოდეს.
სამწუხაროდ, არცერთი გამოძიება ამაზე არ ჩატარებულა. ვნახეთ, რომ ქვეყნის გარშემო გამოძიების კონტექსტში ამოტივტივდა დავით კეზერაშვილის სახელი. ეს არის მძიმე დარტყმა და ბრალდება. „ბიბისი“ არ არის სახუმარო გამოცემა.
ბოლო პუნქტი, რომელიც არ შემიძლია არ დავასახელო. მე ვხედავ რამდენიმე ძალიან არაკეთილსინდისიერ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად სარგებლობდა დავით კეზერაშვილთან ურთიერთობით და დღეს, არ ვიცი რა მიზეზებით, უცებ კამპანიაში ჩაერთნენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის დამტკიცებული“, - აცხადებს ხოშტარია.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24