პოლიტიკა

დმიტრო კულება - 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით

13.04.23 12:00


საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა – მოსკოვი სასტიკ თავდასხმას ერთი მეორეს მიყოლებით ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახლა აუცილებელია, ქვეყნებმა, რომლებსაც რუსეთი საფრთხეს უქმნის, შეიმუშაონ საერთო გეგმა ნატო-ში ინტეგრაციისთვის.

 

„ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. შავი ზღვა უნდა გახდეს ის, რაც უკვე გახდა ნატო-ს ზღვა, ის რაც უკვე გახდა ბალტიის ზღვა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით დაიხურა ნატო-ს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის, რუსეთმა სწრაფად მოახდინა რეაგირება ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი ხდებოდა მანიაკი, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გზა ამ მანიაკის გაბედნიერება იყო“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ვილნიუსში ნატო-ს მოახლოებული სამიტი არის სწორი დრო, რომ გამოსწორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმით.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები