პოლიტიკა

იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ კეზერაშვილის ფაქტორმა აქამდეცდააზიანა და „ბიბისის“ გამოძიება უკვე ტორტზე მარწყვია

13.04.23 13:30


ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ბიბისის“ გამოძიება აჩვენებს, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.

 

„ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური პარტნიორობისგან, რასაც პარტნიორობას ეძახიან და ფულის აღება ჰქვია, თავი უნდა შეიკავონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დააზიანა კეზერაშვილის ფაქტორმა. მგონი, რაც ეს ფაქტორი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“, უფრო და უფრო ზიანდება. ახლა რომ იტყვიან, ტორტზე მარწყვიო, ასე გამოუვიდათ. ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები