პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე მოსამართლეების სანქცირებაზე: ვფიქრობ არ არის გამართლებული პოზიცია, როდესაც ბრალს სდებენ და არ ამბობენ ბრალდების მიზეზებს

13.04.23 15:00


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის სანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია დასახელდეს მიზეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას აქვს განცდა, რომ სრულიად რაღაც განსხვავებული მოტივაციით შეიძლება ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება.

 

„უნდა დასახელდეს გარემოებები და დასაბუთდეს ასევე მტკიცებულებებით. ეს არის აუცილებლობით ნაკარნახევი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ დიდია საზოგადოებაში განცდა იმის, რომ სრულიად რაღაც განსხვავებული მოტივაციით შეიძლება ყოფილიყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ისეთით, რომელიც უპირატესად არა სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობაზე ზრუნვას უკავშირდება, არამედ სხვა მოტივები ხომ არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ არ არის გამართლებული პოზიცია, როდესაც ბრალს სდებენ და არ ამბობენ ბრალდების მიზეზებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები