პოლიტიკა

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

14.04.23 18:00


ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, სადაც 29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს: კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.

 

კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლები აირჩევენ: პარლამენტში ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები