პოლიტიკა

ხვთისიაშვილი: ამ დრომდე ვერ ხერხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა

18.04.23 10:40


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

 

ხვთისიაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 30 მოქალაქეზე, რომლებთანაც სამინისტრო კონტაქტზეა. მათ უწყებამ მოუწოდა, სახლები არ დაეტოვებინათ.

 

ამასთანავე, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროსთან, ინტენსიურად მუშაობენ, რათა ჰუმანიტარული კორიდორი შეიქმნას ან „შესაძლებლობა მოვძებნოთ, რომ ერთდროულად გამოვიყვანოთ მოქალაქეები და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ“.

 

„ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაცა მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან ნებართვებსა და დოკუმენტებზე დალაპრაკება. ველოდებით, რომ ცოტა დამშვიდდეს [სიტუაცია] და დალაპარაკების საშუალება მოგვეცეს. დალაპარაკებით არ გველაპარაკებიან იმიტომ, რომ შეტაკებებში არიან ჩართულნი.

 

ქართველები ყველა უსაფრთხოდაა, არავის არაფერი სჭირს. ჯანმრთალად არიან, არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გამოვიდნენ“.
სუდანში, სადაც ახლა სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. შეტაკებების გამო დედაქალაქ ხარტუმში აფეთქებებია, დაზიანებულია საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტები. სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ აფეთქებები მოხდა ასევე აეროპორტშიც.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები