პოლიტიკა

ცაგარეიშვილი – ოპოზიციაზე: იმდენად აგდებით მოეპყრნენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომ თავი ვერ მოუყარეს ადამიანებს სხდომათა დარბაზში

18.04.23 11:00


საგამოძიებო კომისიის შექმნით საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო შტო ხელისუფლებისა, უხეშად ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ყველა მიმართულებით 2012-მდე, მანამდეც და ა.შ., – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების მობილიზება ვერ შეძლო.

 

„იმდენად აგდებით მოეპყრნენ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომ თავი ვერ მოუყარეს ადამიანებს სხდომათა დარბაზში. რამდენიმე საგამოძიებო კომისია შეიძლებოდა შექმნილიყო საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში და მათ ვერც ერთხელ შეძლეს 50 ხმის მობილიზება. ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო შტო ხელისუფლებისა უხეშად ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, ყველა მიმართულებით 2012-მდე, მანამდეც და ა.შ.“,-თქვა ცაგარეიშვილმა.

 

ცნობისთვის, 46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.

 

როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები