პოლიტიკა

„ძალიან გეშინიათ დროებითი კომისიის შექმნის, ცდილობთ, გადაავადოთ, მაგრამ ვერაფერი გიშველით“ - გოცირიძე ხელისუფლებას

18.04.23 12:00


„ძალიან გეშინიათ დროებითი კომისიის და ცდილობთ, რაღაც ხრიკებით როგორმე კენჭისყრა გადაავადოთ, მაგრამ ვერაფერი გიშველით“, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

 

გოცირიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრა დროულად ჩაატარონ. 

 

„ამერიკის მთავრობის მიერ მოსამართლეების დასანქცირება, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ამიტომ, როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. ნუ გადადებთ კენჭისყრას, შევქმნათ დროებითი კომისია, რომელშიც იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და კორუმპირებული კლანის კიდევ უფრო მხილება“, - განაცხადა გოცირიძემ. 

 

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები