პოლიტიკა
18.04.23 13:40
გამამტყუნებელი განაჩენებით აღიარებული დამნაშავეები: კეზერაშვილი, ადეიშვილი და ძმანი მისნი, თავისუფლად კი არ უნდა დაიარებოდნენ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში, მათი მფარველობით კი არ უნდა სარგებლობდნენ და თანამდებობებზე კი არ უნდა ინიშნებოდნენ, რაც ერთმნიშვნელოვანად არ არის მეგობრული ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი, არამედ დამნაშავეთა ექსტრადირების წესს უნდა ექვემდებარებოდნენ და საქართველოს კანონიერ მოთხოვნას კანონიერი და სამართლიანი პასუხი უნდა გასცენ დამნაშავეთა გადმოცემის თვალსაზრისით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, გულწრფელად გასაკვირი და ცოტა არ იყოს მძიმეცაა ის რეალობა, როდესაც ევროპარლამენტში კეზერაშვილის დევნილ მედიამენეჯერობას დაიჯერებენ, თან ისე დაიჯერებენ, რომ ეცდებიან შენც დაგაჯერონ და რეზოლუციაშიც კი ჩაწერონ ისეთი რამ, რაც წესით დღეს, ამ რეზოლუციის ყველა მხარდამჭერს სულ მცირე უხერხულობას მაინც უნდა უქმნიდეს.
„თუ ნამდვილი უხერხულობის შეგრძნებისთვის აუცილებელია, რომ „ბი-ბი-სი“-ს მიერ დადასტურებული ძარცვა და აფერისტობა მათ ან მათი ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების ოჯახის წევრებს შეხებოდა!? „ბი-ბი-სი“-ს მიერ გაშუქებული დანაშაულის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია. თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი სულ სხვაა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ აღქმებით და თუნდაც ავტორიტეტული ტელევიზიის რეპორტაჟებით ვერ იხელმძღვანელებს, ვერ დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვერავის, მათ შორის კეზერაშვილს, კონკრეტული ფაქტზე, კონკრეტული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე ვერ დაარქმევს დანაშაულის ჩამდენს, ვერც სანქციას დაუწესებს და ვერც სავიზო შეზღუდვას ვერ შემოუღებს, ვერავის ზოგიერთი ჩვენი მეგობრისგან განსხვავებით“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24