პოლიტიკა
18.04.23 14:30
ვენეციის კომისიის თანახმად, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი და შესაბამისად უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ოლიგარქთა რეესტრის შედგენას და პირის ოლიგარქად ცნობას, არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მეორე მოსმენით განხილულ ტექსტში ასახეს ანტიკორუფციული ბიურო.
„ჩვენ შემოვიტანეთ სასამართლოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი და მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული პირის ოლიგარქად ცნობასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება ძალაში ავტომატურად არ შევა, არამედ თუკი მას გაასაჩივრებს შესაბამისი პირი, მხოლოდ სასამართლოს ინსტანციების ამოწურვის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ გადაწყვეტილების ამოქმედება. ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაციაც სრულად არის შესრულებული“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კანონპროექტში მკაფიოდ არის გაწერილი, რას ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე გავლენის ქონა.
„ასევე გარანტირებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდებოდა კონვენციური უფლებების დაცვას. იცით, რომ მეორე მოსმენით განხილული ტექსტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. საბოლოოდ, ჩვენ დაველოდებით ისევ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და ამის შესაბამისად გამოვიტანთ ამ საკითხს პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზეც გაამახვილა ყურადღება.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან საპირისპირო მოდელია წარმოდგენილი, რომელსაც მხარი რომ დავუჭიროთ, აპრიორი ნიშნავს, რომ უნდა დავარღვიოთ კონსტიტუცია. იმ პროექტის კანონად ქცევით, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, ევროკომისია პირდაპირ იტყვის, რომ ეს პუნქტი არ არის შესრულებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24