პოლიტიკა

განათლების მინისტრი - რადიკალურ ოპოზიციას რამის გამოძიება კი არ უნდა, პირიქით, უნდა დააკნინოს და ჩრდილი მიაყენონ სასამართლო რეფორმას

18.04.23 18:00


საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ რაიმეს გამოძიება კი არ უნდათ, პირიქით, უნდათ დააკნინონ და ჩრდილი მიაყენონ სასამართლო რეფორმას, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც ამილახვარი განმარტავს, სასამართლო დღეს სრულად დამოუკიდებელია.

 

„ოპოზიციის მხრიდან მთავარი საკითხი არ არის საგამოძიებო კომისიის შექმნა. იცით, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ახლოვდება. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა, თითქმის ყველა პუნქტი, რომელიც გაწერილი იყო ევროკომისიის მხრიდან უკლებლივ სრულად შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით.

 

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ რაიმეს გამოძიება კი არ უნდათ, პირიქით, უნდათ დააკნინონ და ჩრდილი მიაყენონ იმ სასამართლო რეფორმას, რომელიც ახლა ხორციელდება და „ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაშიც განახორციელა.

 

სასამართლო დღეს სრულად დამოუკიდებელია, გატარდა ინსტიტუციური და ინდივიდუალური, მოსამართლის გაძლიერების მექანიზმები.

 

შესაბამისად, დღეს სასამართლო სრულად დამოუკიდებელია. რაც შეეხება დეტალებს, ვფიქრობ, ეს იმ მხარემ უნდა წარმოადგინოს და ამტკიცოს, ვინც სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს გარკვეულ კორუფციულ ქმედებებზე ბრალი წაუყენა. ჩვენ ჯერ საჯაროდ მსგავსი არაფერი გვინახავს“, - აღნიშნავს ამილახვარი.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები