პოლიტიკა

„თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი“ - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

19.04.23 10:20


თავმჯდომარეობის გარდა, ყველაფერს დავუთმობ, ვინ გადავაგდოთ, მითხარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის საკითხზე უნდა კონცენტრირდნენ.

 

„არჩევნებიო რომ იძახიან, სადაც უნდათ. 63 არჩევნებს ვატარებ, ჩავატარებ ყველა არჩევნებს. ჩვენ ყველა გავალთ პოლიტსაბჭოდან, ვინც არჩევნები მოვიგეთ და თვითონ იყვნენ, არ გვაქვს პრობლემა. ოღონდ ბიძინას ებრძოლონ და მოვიდნენ ყველა. სამდივნოებში უნდათ? იქაც მოვიდნენ. პოლიტსაბჭოში უნდათ? მოვიდნენ, ოღონდ მისამართი გაასწორონ. ნიკასაც თუ რამე უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ნებისმიერ რამეზე მზად ვართ, ოღონდ თქვას, რა უნდა, მე ვერ გავიგე.

 

მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამიგია, სატელევიზიო სიუჟეტები აკეთონ მათ კლანზე, მურუსიძე-ჩინჩალაძეზე, ბიძინაზე, ივანიშვილის ოლიგარქობაზე. მიშამ აიღო ორი ჯილდო, ბაჩო დოლიძე რომ ხარ, თქვი, რომ ნახე, რა მაგარია, მიშამ ჯილდო აიღო. სამდივნოში თუ უნდა ბაჩოს, უთხარი, ხაბეიშვილს შენთან შეთავაზება აქვს-თქო, ოღონდ ბიძინაზე გადაერთე-თქო, ნებისმიერ სამდივნოს ხელი დაადოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები