პოლიტიკა

გიორგი ამილახვარმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

20.04.23 12:30


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა არსებობს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები