პოლიტიკა
20.04.23 13:00
ევროკავშირი და ევროპის საბჭო სამ მილიონ ევროს გამოყოფენ საქართველოში ოთხი პროექტის განსახორციელებლად. პროექტები პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში ამბობენ, პროექტების მიზანია:
დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში;
მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას;
ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას;
ხელი შეუწყოს ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.
ამასთან ერთად, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა „ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან“.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს რეგიონებში სამი პროექტის ჩატარების შესახებ, რომელთა მიზანიც ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა.
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ 2015 წლიდან ხორციელდება, წელს კი პროგრამის მესამე ეტაპი დაიწყო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ წლების განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, გაუმჯობესდა სამართალდამცავებისა და საჯარო მოხელეების შესაძლებლობები ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლაში. გარდა ამისა, შეიქმნა ონლაინ-კურსები იურისტებისთვის სასამართლო სისტემის ეფექტიანობის პროექტის ფარგლებში.
აგრეთვე, სისხლის სამართლის პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროგრამის ფარგლებში, პროკურორებისთვის შემუშავდა აუცილებელი დოკუმენტი „მოწმეებთან, მსხვერპლებთან და შშმ ბრალდებულებთან მუშაობის სტანდარტებზე“.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24