პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი - “ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობასთან“ კომუნიკაცია ცხადია მქონდა -  მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი  მხარდაჭერის იმედი

21.04.23 11:00


“ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობასთან“ კომუნიკაცია ცხადია მქონდა - მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

ხაბეიშვილის თქმით, ითანამშრომლებენ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი.

 

„კომუნიკაცია ცხადია მქონდა და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია საჯაროა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც მძევლად არის აყვანილი იმის გამო, რომ „რუსული ოცნება“ ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟს ეწევა. ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი არა თუ პრობლემა არ ექნება. პირიქით, იქნება მთავარი მოქმედი ამ მოძრაობასთან ურთიერთობის და ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ იმ მოძრაობას, რომელმაც საბოლოო ჯამში ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ნიკა გვარამიას თავისუფლება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები