ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

27.04.23 14:00


საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.

 

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან გამართეს.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხებზე და სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე. განხილულ იქნა წლის დასაწყისიდან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და პროგნოზები.

 

შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით გამყრელიძე, ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა გუნია.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები