პოლიტიკა
11.05.23 17:00
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დელეგაციას, ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, კრისტიანე ლაიბახის ხელმძღვანელობით.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის ცენტრს და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს.
მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს თბილისის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვის პროცესში დახმარებისთვის.
„გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით დაწყებული პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში გამოყოფილი 47 მილიონი ევრო მოხმარდება საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას. აღნიშნული სისტემა მომდევნო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად დაინერგება“, - განუცხადა ანდრია ბასილაიამ გერმანელ ჟურნალისტებს, რომლებიც დელეგაციას ახლდნენ.
მისივე თქმით, გერმანული მხარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აქტიურად უწყობს ხელს თბილისის მდგრად ურბანულ განვითარებას, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) თბილისის მერიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებების დახვეწას და განვითარებას. მათ შორისაა: შუქნიშნების კონტროლის სისტემა; საავტობუსო პრიორიტეტის დანერგვა; სატრანსპორტო ნაკადების ინტეგრირებული მართვა; პარკინგის მართვა; საგანგებო შემთხვევების დროს გადაადგილების პრიორიტეტის დანერგვა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24