პოლიტიკა

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავები არ შეუშვას

11.05.23 18:00


ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვას რუსული თვითმფრინავები. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

ბრიუსელმა თბილისს შეახსენა სანქციების შესახებ, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო მოქმედებს.

 

„რუსეთში საავიაციო სექტორის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები დააწესა. აკრძალულია რუსეთში ფრენა, რუსეთიდან ფრენა, რუსეთის ტერიტორიაზე ფრენა. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე აქვს პრეტენზია, შეუერთდეს ამ სანქციებს და სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ სიფხიზლე შეინარჩუნოს, განსაკუთრებით ეს საავიაციო სექტორს ეხება“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

 

ბრიუსელის განცხადებით, საქართველოსთვის ეს საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა, რადგანაც რუსული თვითმფრინავები უსაფრთხო არ არის. სანქციების დაწესების შემდეგ აშშ და ევროკავშირის რუსეთს ამერიკული და ევროპული თვითმფრინავების ლიზინგური მომსახურების შესაძლებლობა არ აქვს.

 

რაც შეეხება მოსკოვის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, სტანოს თქმით, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა თუ არა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები