პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ვიღაც რომ ამბობს, რუსეთის დაკრულზე ცეკვას და მსგავს გამონათქვამებს, ეს არის ერის შეურაცხყოფა

12.05.23 10:00


ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

 

„აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც გაუმარტივებს, გაუუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.

 

ეს ფრაზა, ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი, ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა. თქვენ ნუ იმეორებთ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები