პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოოდ წევრობამდე მიგვიყვანს

15.05.23 12:40


ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოო წევრობამდე მიგვიყვანს. ამას სჭირდება დრო, წლები, იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოო წევრობა მოიპოვოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში დელეგაციასთან ერთად, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსვლის ფაქტი, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, დანიის სამეფოს მხარდაჭერის ქონაზე მეტყველებს.

 

„საქართველო მოცემულ მომენტში ევროკავშირთან ძალიან ახლოს მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ნაბიჯი, გზა, რომელიც ჩვენ საბოლოოდ წევრობამდე მიგვიყვანს. სჭირდება ამას დრო, წლები, იმისთვის, რომ საქართველომ საბოლოო წევრობა მოიპოვოს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ასოცირებული წევრი ევროკავშირის და ჩვენ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ პარტნიორებთან, ამას ვასრულეთ. შესაბამისად, ძალიან ნათელი და ადვილი დასანახია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანამ გადადგა პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო და ახლო კოორდინაციით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები