პოლიტიკა
16.05.23 16:40
ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში, არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება. დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება იმის საფრთხე, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
„ის, რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით – ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე, საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე და, თქვენი დამსახურებით, შეიძლება, ქვეყანამ არა მხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი, არამედ ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ერთი წლის წინ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„მე შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ვიდრე არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება, რადგან პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24