პოლიტიკა
17.05.23 11:00
„რეალურად, არ არსებობს არც ერთი, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის თუ სხვა რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს იმ წესის შენარჩუნებას, რომელიც დღეს არის დადგენილი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მან 19 აპრილის შეთანხმება და საარჩევნო კოდექსში არსებული წესი ანომალიებად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ცესკოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ანომალიის მიზანი საბოტაჟის შექმნა იყო.
„რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად, 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს - ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არსებული რეგულაციის დატოვების შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას, ცესკოს თავმჯდომარის და ორ წევრის 6-თვიანი უფლებამოსილების ვადა გასული იქნება, რაც ოპოზიციას სპეკულაციების საბაბს მისცემს.
„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვტოვებთ არსებულ რეგულაციას, რაც დღესაც არის მოცემული. ამ შემთხვევაში, ერთი ვარიანტია, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად კანდიდატურების წარმოდგენაზე, შესაბამისად გვრჩება მოცემულობა, რომ 6 თვით არჩეული თავმჯდომარე და წევრები ინარჩუნებენ თანამდებობებს ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვხვდებით ისეთი თავმჯდომარით და ცესკოს წევრებით - ორ წევრზე და თავმჯდომარეზეა საუბარი - რომლებსაც, ორწელიწად-ნახევარია, გასული აქვთ უფლებამოსილების სტანდარტული 6-თვიანი ვადა. ამაზე რამხელა სპეკულაციები წამოვა, ხომ წარმოგიდგენიათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? ვინც აპროტესტებს ამ ახალ წესს, სინამდვილეში მათ ახალი ანომალია უნდათ: რომ ვერ ავირჩიოთ ახალი ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, რომ 2024 წლის ოქტომბერში გვყავდეს ისეთი თავმჯდომარე და ისეთი ორი წევრი, რომელსაც 6-თვიანი ვადა გასული აქვს. ამას არ დავუშვებთ, ანომალიას აღარ დავუშვებთ არც საარჩევნო კოდექსში და არც რაიმე სხვა კანონში,“ - განაცხადა კობახიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე რამდენად იქნება ეს საკითხი პრობლემური კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი წესი სწორედ ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში, შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები 12 პუნქტთან წინააღმდეგობაში ვერ იქნება.
„დღევანდელი წესი არის სწორედ წინააღმდეგობაში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან, ახალი წესი თავიდან ბოლომდე იქნება შესაბამისობაში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. აქედან გამომდინარე, საბაბი მაინც ხომ უნდა არსებობდეს? - ეს ახალი პროცედურა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წინააღმდეგობაში 12 პუნქტთან,“ - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24