პოლიტიკა

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები" - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

18.05.23 10:20


"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები", - ამის შესახებ აშშ-ის სახდეპის სპიკერი ვედანტ პატელი საუბრობს.

 

მისი განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში, ამ საკითხზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ყურადღებით აკვირდებიან.

 

"ყურადღებით ვაკვირდებით [მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით] სახალხო დამცველის განცხადებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და იყოს დარწმუნებული, რომ ის შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს", - თქვა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აგზავნის სახდეპი "არასწორ სიგნალებს", პატელი პასუხობს: "არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არასწორ სიგნალებს ვგზავნით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული და მანდ უნდა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება".

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები