პოლიტიკა

ალექსანდრე ტაბატაძე - მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია

18.05.23 13:40


მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამსახურმა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია და აღკვეთა ტერორისტული აქტების სისრულეში მოყვანა, რითაც წვლილი შეიტანა ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

„მსგავსი წარმატებული ოპერაცია ხაზს უსვამს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მომზადებისა და კვალიფიკაციის მაღალ დონეს, რომელიც მიღწეულ იქნა როგორც უწყებათაშორის, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ტაბატაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები