პოლიტიკა

19 მაისს პარლამენტი გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს

18.05.23 14:00


პარასკევს, 19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.

 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე მოსვლას, გუშინ მივიღეთ მისი ინფორმაცია. შესაბამისად, დაგეგმილი 3 ინტერპელაციის ნაცვლად, გვექნება ორი - განათლებისა და მეცნიერების და შინაგან საქმეთა მინისტრების. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გადაიწევს სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები